„ხელისუფლება ყველა სახის მექანიზმით ცდილობს შედეგის მიღწევას, თუმცა ისინი აუცილებლად დამარცხდებიან და დაიწყება ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი.“ – გიგი წერეთელი

„მაქსიმალურად უნდა შევამციროთ შანსები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხოს შედეგების გაყალბება“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღევანდელი არჩევნების, მეორე ტურების მნიშვნელობა არის ძალიან დიდი. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ყველანაირი მექანიზმით მიაღწიოს გარკვეულ შედეგს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს არ გამოუვა. საქართველოს მოსახლეობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს. „ევროპული საქართველო“ მთელი შემადგენლობით, ლიდერები, წევრები, კომისიის წევრები, ყველა ხელთარსებული საშუალებით მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდება არჩევნების პროცესს. მე ვარ დღეს ქუთაისში, დავდივარ უბნებზე და მხვდება ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მოსყიდვა, ზეწოლა, კომისიასა და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა, სრული პაკეტი, რაც დამახასიათებელია სახელისუფლებლო მანქანისთივის მთელი ამ მანიპულირების პროცესში. ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერაა. მაქსიმალურად უნდა შევამციროთ შანსები, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, ხმების დათვლა-შეჯამებისას, რომ რაიმე დარღვევები იყოს და ვინმემ მოახერხოს გაყალბება. ამის შემდეგ უნდა გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა, სადაც ისინი არიან წარმოდგენილნი და უნდა დაიწყოს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება ყველა სახის მექანიზმით ცდილობს შედეგის მიღწევას, თუმცა ისინი აუცილებლად დამარცხდებიან და დაიწყება ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაუბნებზე მობილიზაცია აქვთ ძველ ბიჭებს, გვაქვს დარბევის მცდელობაზე ინფორმაცია – ანა წითლიძე