ხელისუფლება იძულებული გახდება თვალი გაუსწოროს კრიზისს – პარლამენტთან დღეიდან საპროტესტო აქცია და პიკეტირება განახლდება

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია და პიკეტირება განახლდება. ოპოზიციის წარმომადგნები და სამოქალაქო აქტივისტები შეკრებას რესპუბლიკის მოედანზე აპირებენ, რის შემდეგაც პარლამენტის შენობისკენ მისვლას მსვლელობით აპირებენ.

პარალელურად, იგეგმება მხარდამჭერების მობილიზება რეგიონებიდან. პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მათი პროტესტი პერმანენტული იქნება, თუმცა კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება. სამოქმედო გეგმის დეტალები გუშინდელ ტექნიკურ შეხვედრაზე შეთანხმდა.

“პროტესტები გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება იძულებული არ იქნება თვალი გაუსწოროს იმ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მან შექმნა ამ ქვეყანაში და გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისის განსამუხტად.

აქცია იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი, რამდენჯერაც დაშლის პოლიცია აქციას, მით უფრო უკეთესად დაინახავს საზოგადოება რა ტიპის სახელმწიფომდე მიიყავანა სახელმწიფო ქართულმა ოცნებამ,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

“ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის განმარტებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის უფლება დაცული იყოს. მისი განცხადებით ოპოზიციის ბრძოლა გაგრძელდება.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიამ მტკიცებით, პარლამენტის პიკეტირება განხორციელდება კანონის ფარგლებში. ბესელიას შეფასებით, თავად ხელისუფლება კვეთს წითელ ხაზებს.

banner
წინა სტატიაშიადიგენში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაკანონდარღვევის შემთხვევაში იქნება რეაგირება – უმრავლესობა ოპოზიციას აფრთხილებს