ხელისუფლება გაუაზრებელ მავნებლურ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების და უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა,,ახლა, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი საჯაროდ გვთავაზობს მხარდაჭერას და თანამშრომლობას, რომ საქართველოს პრობლემა იქცეს საერთაშორისო სანქციების ნაწილი, ჩვენ ვისმენთ ერთი შეხედვით უშინაარსო და უაზრო კომენტარს, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად საზიანო, მავნებლურ და უპასუხისმგებლო განცხადებას და შეურაცხყოფას ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიმართ. ევროპული საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს, რომ საზოგადოებას განუმარტოს რატომ დგავს ხელისუფლება მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ’’ -აცხადებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინული მხარის შემოთავაზებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს.

,,ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ რუსეთის აგრესია იყოს რაც შეიძლება დიდი ყურადღების ქვეშ თავისუფალი სამყაროს და საერთასშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აუცილებელია, რომ ეს პრობლემა იყოს იმ პრეტენზიების ნაწილი, რასაც თავისუფალი სამყარო უყენებს რუსეთს. ამის შანსი გაჩნდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ, როდესაც თავისუფალმა სამყარომ უკეთ დაინახა რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. მაშინ ქართული ოცნების მთავრობამ არა თუ არ იმუშავა ამისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საწინააღმდეგოდ ნაბიჯები გადადგა.
გვაინტერესებს ამაზე პრემიერის კომენტარი, როგორ აფასებს საკუთარი მინისტრის პოზიციას და რა არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პოზიცია?! ევროპული საქართველო ვთავაზობთ და მოვითხოვთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ გვითხრას ნებისმიერი დღე, როდესაც სცალია, მობრძანდეს პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს რატომ დგავს ყოველ დღე ჩვენი ხელისუფლება გაუაზრებელ და ამავე დროს მავნებლურ ნაბიჯებს ქვეყნის დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების და უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სპეცსამსახურების აშშ-ში ვიზიტის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ სანქციების მოქმედება დროებით შეაჩერა
შემდეგი სტატიამეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება