ხელისუფლება განათლების სისტემას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს – საბა ბუაძე

არჩევნების მოახლოებასთან ერთად “ქართულმა ოცნებამ” მოქალაქეებზე პოლიტიკური ნიშნით ნადირობა გამოაცხადა. რეპრესიების ეპიცენტრი ამჯერად 51-ე სკოლაა, საიდანაც პარტია “ლელოსთან” კავშირის გამო ადმინისტრაციის თანამშრომელს სკოლა იძულებით დაატოვებინეს.

საკითხზე ცოტა ხნის წინ ბრიფინგი “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ გამართა. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება განათლების სისტემას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს, რათა არჩევნებზე მასწავლებლებისგან რაც შეიძლება მეტი ხმა “ამოტუმბოს”.

“ხელისუფლება, რომელიც საქართველოში ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს, დაკარგული აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ახლა ამ ყველაფრის ფონზე ცდილობს, გამოიყენოს განათლების სისტემა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ იმ გაზრდილ წნეხს, რომელიც განათლების სისტემაშია. რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ჩვენი პარტიის თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, 51-ე სკოლაში დაკავებული თანამდებობიდან და ეს ყველაფერი არის უფრო ფართო კონტექსტის ნაწილი. ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია განათლების სისტემაზე ერთადერთი მიზნით, რომ როგორც საარჩევნო რესურსი, ისე მოხდეს განათლების სისტემის გამოყენება. ჩენ ვხედავთ არაერთ შემთხვევას, მანანა ღვინჯილიას შემთხვევა იყო სულ ბოლო, მანამდე იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორის გათავისუფლება რუსულ კანონზე პეტიციის ხელმოწერის გამო და კიდევ ძალიან ბევრი შემთხვევა, სადაც ეს ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურ დევნას განათლების სისტემის თანამშრომლებზე, მასწავლებლებზე და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე.

ყველა ასეთ ადამიანს მინა ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ მათ გვერდით. ჩვენ დავიცავთ მათ ინტერესებს და დავეხმარებით ამ პოლიტიკური ზეწოლის თავიდან აცილებაში იმისთვის, რომ ოქტომბერში ყველამ ერთად ჩავაბაროთ წარსულს ხელისუფლება, რომელიც განათლების სისტემას იყენებს ერთადერთი მიზნით, რომ საარჩევნოდ ხმები „ამოტუმბოს“ მასწავლებლებისგან და აქ დასაქმებული ადამიანებისგან, – განაცხადა საბა ბუაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია: ეგნატე ფიფიას ბიუსტი, რომელიც წალენჯიხის საავადმყოფოს ტერიტორიიდან გამოაძევეს, მოისროლეს მას უკვე საიმედო მცველი ჰყავს
შემდეგი სტატიასამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გახდება