„ხელისუფლება დღეს იმკის, რაც დათესა, ოღონდ უდიდეს ზიანს მთელ ქვეყანას აყენებს“ – გიგი წერეთელი აშშ-ს სანქციებზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი აშშ-ს მხრიდან ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ დაანონსებულ სანქციებს გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ქართული ოცნება ვითომ გამჭვირვალობის კანონს, სინამდვილეში რუსული სულისკვეთების კანონს, აყოლებს საქართველოს ინტერესს, სრულად ბლოკავს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ანგრევს ათწლეულობით ნაშენებ ურთიერთობებს ჩვენს დასავლელ პარტნიირებთან.

მისივე თქმით, მმართველმა რეჟიმმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები უკიდურესად კრიტიკულ წერტილამდე.

ახლა გზავნილი გამოიგონეს, თითქოს მსხვერპლს იღებენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ – რა შუაშია ეს კანონი და დამოუკიდებლობა ერთმანეთთან?! პროპაგანდისტული და სრულიად გაუგებარი გზავნილია. და მერე ვის იმედზეა ამ სუვერენიტეტის შენარჩუნება, რუსეთის იმედზე, რომლის მთავარი მიზანიც სწორედ საქართველოსთვის თავისუფლების წართმევა და მისი სატელიტად ყოლაა?!

ხელისუფლება დღეს იმკის, რაც დათესა, ოღონდ უდიდეს ზიანს მთელ ქვეყანას აყენებს. ამიტომ, ჩვენი საზოგადოების პროტესტი ადექვატურია, ის გაიზრდება, იქნება უფრო მძიმე სანქციებიც ხელისუფლების მავნებლობის საპირისპიროდ და არჩევნებზე აუცილებლად მოხდება მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილება“ – თქვა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიჭყონია: “ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით”
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ