„ხელისუფლება და პარლამენტის წევრები უპასუხისმგებლოდ იქცევიან“ – ირაკლი აბესაძე

დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა არის ჩანიშნული. სხდომაზე მიწვეულია ყველა წევრი, თუმცა ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სხდომას არ დაესწრება.

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უპასუხისმგებლოდ იქცევიან:

„მორიგ ჯერზე აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტის წევრები იქცევიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, როდესაც უარს აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე, ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ გუშინ, როდესაც მათ სურდათ ადამიანების უკანონო მოსმენების შესაძლებლობის სუს-ისთვის დატოვება, როგორ თამამად აკეთებდნენ განცხადებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, როდესაც რეალურად უნდა მოხდეს რეგიონში არსებული საკმაოდ მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება, დღეს მათ აღარ ახსენდებათ სახელმწიფო უსაფრთხოება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშისამთავრობო ქალაქი და ნარმანიას გეგმები გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე
შემდეგი სტატია,,ნორმალურია ხალხო ეს მიმართვა?” – ბესელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე