ხელისუფლება ჩვენს კანდიდატებს გუნდის დასატოვებლად თანხებს სთავაზობს – გახარიას პარტიის წევრი

გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მათ კანდიდატებზე ზეწოლას ახორციელებს. მისი ინფორმაციით, კანდიდატებს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რომ გახარიას გუნდი დატოვონ.

“ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი, რომ წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება ჩვენი გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით, მინდა მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის მოსყიდვა და შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს – ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვაშინებთ და აუცილებლად ქართველი ხალხი გიპასუხეთ არჩევნებზე და ეს პასუხი იქნება თქვენი ხელისუფლების ცვლილება,- თქვა ირაკლი მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – სწავლა იმ სკოლებში იქნება უსაფრთხო, სადაც პედაგოგების სულ მცირე 80 პროცენტი აიცრება
შემდეგი სტატიავაქცინაცია არ იწვევს უშვილობას – ბიძინა კულუმბეგოვი