ხელისუფლება ცდილობს „გამოშიგნოს“ პრეზიდენტის უფლებამოსილებები-გიორგი ახვლედიანი

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე მსჯელობენ. საუბარია პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესის შემოღებაზე.

კომისიაში შემავალი ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის უფლებამოსილებების „გამოშიგვნით“ გიორგი მარგველაშვილს ებრძვის.

“დემოკრატიული მოძრაობის” წევრის გიორგი ახვლედიანის თქმით, პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაში პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესია.

”დემოკრატიული მოძრაობა” ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას. ეწინააღმდეგება ასევე მისი უფლებამოსილებების შემცირებას და გაუქმებას. იმდენად იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომ ამ ინსტიტუტიდან აღარაფერი რჩება. ხელისუფლება ცდილობს შემოვლითი გზით „გამოშიგნოს“ არსებული პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ამის შემდეგ ცხადია საზოგადოებაში გაჩნდება კითხვა, თუ რაღად გვინდა პრეზიდენტი, თუ მას უფლება აღარ ექნება? ამიტომ პირადად ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ პრეზიდენტის უფლებები არა თუ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს და მას საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც ჰქონდეს,”- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

დღესვე კომისიის წევრები მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ იმ ინიციატივაზეც იმსჯელებენ, რომელიც გადასახადების შემოღებისთვის რეფერენდუმის ჩატარების გაუქმებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს ემუქრება?
შემდეგი სტატიაშეიძლება საფრთხე დაემუქროს ქვეყანაში მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნებას-ომბუდსმენი “რუსთვი2”-ის საქმეზე