„ხელისუფლება ასე მოქმედებას გააგრძელებს თუ არ ეცოდინება, რომ ამ ყველაფრის გამო მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“ – გიგი წერეთელი

„არ იქნება გასაკვირი არც მოსამართლეების დამტკიცება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან წინააღმდეგები არიან ამის, ის განცხადებები, რომლებიც ახლა მოვისმინეთ აროგანტული და თვითდაჯერებული იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვიღაც კარგად მოიქცევა იქნება ეს ბარიერი თუ არა სხვანაირად, ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება თუ ხელისუფლებას არ ეცოდინება, რომ ის სერიოზულ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის,“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის განცხადებას საარჩევნო ბარიერის დაწევის პირობაზე.
„ის, რომ “ქართული ოცნება” ყველა პირობას არღვევს და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, არ იქნება გასაკვირი არც მოსამართლეების დამტკიცება , მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან წინააღმდეგები არიან . არც ის განცხადებები, რომლებიც ახლახანს მოვისმინეთ, აროგანტული და თვითდაჯერებული იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვიღაც კარგად მოიქცევა იქნება ეს ბარიერი თუ არა სხვანაირად, ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება თუ ხელისუფლებას არ ეცოდინება, რომ ის სერიოზულ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, თუ სსე არ იქნება, ის აუცილებლად გააგრძელებს ასე მოქმედებას. ეს ფასი ალბათ იქნება ის, რომ კონკრეტულ მომენტში თუ კი ისინი კვლავ დაარღვევენ პირობას პროპორციულ არჩევნებთან და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მიიღებენ მასშტაბურ პროტესტს და მარტო დარჩებიან პარლამენტში, ეს იქნება ის მტკივნეული მომენტი, როდესაც დაფიქრდებიან ღირს თუ არა ასე გაგრძელება.“ – განაცხადა წერეთელმ

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების „თაფლაკვერის პოლიტიკა“ გალის რეგიონში
შემდეგი სტატია“მაცვია სააკაშვილის პიჯაკი… ამ პიჯაკისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ისტორიული სირცხვილია”