ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც

ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორ გაგნიძემ განაცხადა.

„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ, რომ ვირუსულ დაავადებას, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელ მსოფლიოში და ჩვენთან მადლობა ღმერთს, მას ეს სახე ჯერ არ მიუღია, არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი სისხლი და ხორცი მითუმეტეს ასაკოვანი ადამიანები. ამიტომ ეს მორჩილება სწორედ ის მორჩიელებაა, რომელსაც გვავალდებულებს წინდა წერილი, კერძოდ, პავლე მოციქული და ზოგადად ის სული, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ საპატრიარქო რეგულაციებსაც, იმიტომ, რომ ჩვენ ეკლესიის წიაღში ვმოქმედებთ და ეკლესიის გარეთ მღვდელი აღარ არის მღვდელი, ერის ადამიანი აღარ არის მრევლის წევრი და ეკლესიის წიაღში. ქრისტემ დაგლოცოთ, დაგვიფაროს უფალმა ამ განსაცდელის ჟამს და მოგვცეს შინაგანი რესურსი იმისა, რომ ჩვენ არა, მთელმა გარეგანმა არ დაგვაშოროს სიყვარულსა ქრისტესა, ამინ“, – განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გაგნიძემ.

banner
წინა სტატიაშირატი იონათამიშვილი: ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს
შემდეგი სტატიაინფიცირებულ დაცვის თანამშრომელს საპატრიარქოში მყოფებთან შეხება არ ჰქონია და მხოლოდ შენობაში შემსვლელებს უტარებდა თერმოსკრინინგს