ხელისუფლება ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებებს, რუსეთის პოზიციების გათვალისწინებით აჭიანურებს-გიორგი კანდელაკი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სრული მასშტაბით ამუშავება არ უნდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა, გიორგი კანდელაკმა ანაკლიის პორტის საკითხზე მოლაპარაკებები გაჭიანურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრა, რომელიც აპრილში უნდა გამართულიყო და სადაც ანაკლიის კონსორციუმის, საერთაშორისო დონორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შედეგად საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ანაკლიის პორტის ბედი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის რომ პროცესი ჭიანურდება, არ არის შემთხვევითი და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ამ პროექტის განხორციელება არ სურს.

„საჯაროდ ნამდვილად ცნობილია, რომ ანაკლიის ღრმაწყოლვანი პორტის სრული მასშტაბით ამუშავება არ უნდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. მრავალი მაგალითი დაგვიგროვდა როგორ ცდილობს “ქართული ოცნების” მთავრობა არ აწყენინოს რუსეთს, როგორ ცდილობს “ქართული ოცნების” მთავრობა, რომ დააბალანსოს, როგორც ეს შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში ხდებოდა,“ – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაში,,შალვა შავგულიძის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შემპარვია, მაგრამ ვინც „ნაციონალებთან“ დადგება, ყველა შემძულდება”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანის მოადგილედ პრემიერმა ალექსანდრე ტაბატაძე დანიშნა