“ხელისუფლება ამტვრევს სარკეს, რომელშიც თავი არ მოსწონს” – გიორგი მარგველაშვილი

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან - სრული ვერსია

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ “ხელისუფლება ამტვრევს სარკეს, რომელშიც თავი არ მოსწონს”.
მარგველაშვილისთვის გაუგებარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელ მედიას.

„ის დამოკიდებულება, რომელიც შეიქმნა, სამწუხაროდ, ეს არის დამოკიდებულება, როცა გინდა გაექცე სარკეს, რომელშიც შენ შენი თავი არ მოგწონს. ამიტომ შენ ამ სარკეს ამტვრევ. ხელისუფლებას უნდა დაამტვრიოს ის სარკე,რომელშიც ჩანს მისი სახე.

თუ შეირყევა თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ეს ბასტიონი,შემდეგი იქნება სხვა ბასტიონები და სხვანაირად მოხდება ადამიანების შეზღუდვა.

მე არ მესმის მძაფრი განცხადებები, რომელიც მინდა გავიგო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ბევრად მძაფრი მინდა. ამის საფუძველი უნდა ყოფილიყო სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, მძაფრი სიტყვები უნდა ყოფილიყო ნათქვამი, რომ ასეთმა ცვლილებამ არაფრის დიდებით არ უნდა შეარყიოს გამოხატვის თავისუფლება დამოუკიდებელი მედია,“-განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და პრობაციის სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები ცხადდება
შემდეგი სტატიაივანიშვილის პოლიტპატიმარი და ოლიგარქის მიერ დაწყებული რეპრესიები – ხატია დეკანოიძე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს