(video) ხელისუფელბა რადიკალურად უნდა ვაკრიტიკოთ

14725282_1805202203098112_1495514871_o“საკონსტიტუციო უმრავლესობა ცდუნებაა და ველოდები, რომ ქართულ ოცნებასაც ექნება მცდელობა, რომ ბოროტად გამოიყენოს ეს ძალაუფლება“, – ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ნინო ჯანგირაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ნიშნავს. მისი თქმით, “საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საშიშია საკონსტიტუციო უმრავლესობა”.

ნინო ჯანგირაშვილი სამოქალაქო სექტორის პეტიციაზე ხელის მომწერი არ არის.

„გულუბრყვილოა ეს პეტიცია, არარეალისტურია. მძიმე არჩევანი გვაქვს, მე არჩევანს ვერ გავაკეთებდი ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის. მძიმე არჩევანის წინ დგას საზოგადოება, ერთი მხრივ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხე აქვთ და მეორე მხრივ ხმა უნდა მისცენ ისეთ პარტიას, რომელიც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია,“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.მისივე განცხადებით ხელისუფლება უნდა გვყავდეს მუდმივი ეჭვმიტანილის პოზაში.ჩვენ ის რადიკალურად უნდა ვაკრიტიკოთ, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

https://youtu.be/sp1iRzEZt8Q

banner
წინა სტატიაშითურქეთმა კანაფის წარმოებას მწვანე შუქი აუნთო
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: „საკონსტიტუციო უმრავლესობაში საშიშროებას ვხედავ!“