“ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის „ოცნების“, ამ ხალხს ფინანსური სანქციები არ ასცდება” – მელია

ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის „ოცნების“, ამ ხალხს ფინანსური სანქციები არ ასცდება – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მელიას თქმით, ფინანსური სანქციები საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.

როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის „ქართული ოცნების“, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან არ ასცდებათ. სჯობს ადრე, ვიდრე გვიან. მინდა მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული. ეს საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად“,- განაცხადა მელიამ.

„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს – გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.

banner
წინა სტატიაშიჯინ შაჰინი – გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან
შემდეგი სტატია“ოცნებას” პარლამენტში უზის ადამიანები, რომლებიც “ქოლ-ცენტრების” დანაშაულებრივი სქემის წილში იყვნენ – ვაშაძე