ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე-სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. მოლაპარაკებებს დელეგაცია, ლუქსემბურგში, მომავალ კვირას გახსნის.

“დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. EU-ის წევრობა ჩვენი გზაა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ლუქსემბურგში მომავალ კვირას”, – წერს სანდუ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის
შემდეგი სტატიამედვედევი: ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს კიევისთვის იარაღის მიწოდება და დაბლოკოს მისი მიღება ნატოში