“ხელებშეკრული ვიყავი, სახის დაცვის საშუალებაც არ მქონდა და მირტყამდნენ”

დაზარალებულმა ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ, კლინიკა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ადვოკატი საუბრობს, რომ მას პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა იყო, ამას გამოძიების მხრიდან შეფასება უნდა მიეცეს. ხელბორკილებშეკრული ვიყავი, სახის დაცვის საშუალებაც არ მქონდა, მირტყამდნენ, დაახლოებით, 5-10 წუთის განმავლობაში,“ – განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმეზე ადვოკატთა ასოციაციაში იურისტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ უარი თქვან პროცესებზე დასწრებაზე იმ შემთხვევაში თუ მათი კოლეგის ცემის საქმე არ იქნება დროულად და სათანადოდ გამოძიებული.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი “რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსამართლეების აცილებას ითხოვს
შემდეგი სტატიაკახეთში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა