ხელებს უგრეხენ ქვეყანას – ნიკა რურუა კონსტიტუციის ახალ პროექტზე

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შეკრებამდე, სადაც კონსტიტუციის ახალ პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ, ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას, დაფიქრებისა და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ ქვეყანას სამართლიანი გარემოსთვის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება აუცილებლად სჭირდება. ნიკა რურუას თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ უმრავლესობა შენიშვნებს გაიზიარებს.

„მოლოდინი „ქართული ოცნებისგან“ რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ისევ ჯინიანობენ მაქსიმალურად, ხელებს უგრეხენ ქვეყანას, ხალხს. ფიქრობენ, რომ საკუთარი არსებობა ამ მახინჯი კონსტიტუციური მოდელით გაიხანგრძლივონ. რაც შეეხება დასაბუთებულ შენიშვნებს, ეს არის ის, რაც სჭირდება ამ წუთას ქვეყანას იმისთვის, რომ ერთპარტიული კონსტიტუცია გადაიქცეს პოლიტიკური ლეგიტიმაციის ღირს დოკუმენტად,“ – განაცხადა „ენმ“-ის წევრმა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიარ მივცემთ საშუალებას მიიღონ ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილება – “ენმ” საკრებულოსთან აქციისთვის ემზადება
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეს ჯეიმს აპატურაი ჩამოვა