„ხელებს ნუ იშვერთ!…მეც შემიძლია გამოვიშვირო და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში”

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა თავდაცვის მინისტრს საუბრის მანერები დაუწუნა და მისი ოჯახის წევრი კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა. ნადირაშვილის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა:

„ხელებს კი ნუ იშვერთ! შვიდი წელია ხელისუფლებაში ხართ და თუ ვინმეს დაჰყავდა თავისი ოჯახის წევრი საწვავით, რომლითაც არ უნდა ევლო, გამოიძიეთ, გამოიტანეთ და დასაჯეთ ეს ადამიანები. მეც შემიძლია გამოვიშვირო ხელი და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში, კარგია ასე ლაპარაკი?“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ “300 არაგველზე” მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინეს
შემდეგი სტატიაახალქალაქის სამლოცველოში, დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და ხატები დაამტვრიეს