video თინა ხიდაშელი: ხელები უქნიეთ კახა თარგამაძეს!

თქვენი მინისტრობის დროს ცვიოდნენ ადამიანები ფანჯრებიდან

videoრესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ქართულ ოცნებას კობა ნარჩემაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატის წამოყენების გამო აკრიტიკებს და მისი მინისტრობის დროს მომხდარი უკანონო ფაქტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ საუბრობს.

ხიდაშელმა კობა ნარჩემაშვილს უთხრა, რომ მისი მინისტრობის დროს კორუფცია და წამება იყო მმართველობის ტრადიციული სტილი.

„თქვენი მინისტრობის დროს ცვიოდნენ ადამიანები ფანჯრებიდან,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კობა ნარჩემაშვილმა თინა ხიდაშელსა და რესპუბლიკელებს ნაციონალური მოძრაობის მსგავსი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული „მატერიალური სიკეთე“ შეახსენა.

კამათი თინა ხიდაშელსა და კობა ნარჩემაშვილს შორის გადაცემა არჩევანში მწვავე შეფასებებში გადაიზარდა.

„თქვენს დროს პოლიცია იყო კორუფციული გაის მექა, თქვენს დროს წამების მექა იყო, ამას ამბობს ყველა დასკვნა, რომელიც გამოუქვეყნებია არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა, რაზეც კობა ნარჩემაშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ არჩევანს მოსახლეობა 8 ოქტომბერს გააკეთებს.

„8 ოქტომბერმა გადაწყვიტოს საზოგადოება ვის დაუჭერს მხარს მე თუ თინა ხიდაშელს,“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

 

 

https://youtu.be/iqU4F193Mh4

 

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთს ნატოს განცხადებები აშფოთებს
შემდეგი სტატია(ფოტოები) ბარაკ ობამას ახალი სახლი…