ხეების უკან არ ვიმალებით… მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლინობას – ალიევი

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს

“ჩვენ ხეების უკან არ ვიმალებით” – აზერბაიჯანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შერჩევითობას.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ აზერბაიჯანთან ვითარებაში ის მხარს უჭერდა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა, ისევე როგორც სხვა ქვეყნები და ამის შესახებ ღიად ვაცხადებთ, ხეების უკან არ ვიმალებით. საერთაშორისო სამართლის პრინციპები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დამახინჯებული პოლიტიკური უპირატესობის გამო.

საერთაშორისო საზოგადოება ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აზერბაიჯანს კი მთიანი ყარაბაღის საკითხზე სხვაგვარად ექცეოდნენ და აგრესორთან მოლაპარაკებებისკენ მოგვიწოდებდნენ”, – თქვა ილჰამ ალიევმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის დავალებით დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მცხოვრებ სამამულო ომის მონაწილეებს 10000 რუბლს გადაუხდიან
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში თავისუფლების მოედნის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა