ხეების მოასფალტება-“ეს რაღაც ახალია…ასეთ კომპანიებთან ვერ ვიმუშავებთ…ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული”

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები სოციალურ ქსელში ქილიკის საგანი ხდება. საქმე ეხება ხეების მოასფალტებას. დედაქალაქის მერმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. კალაძემ კეთილმოწყობის და ტრანსპორტის სამსახურებს მიმართა:

“ეს რაღაცა სიახლეა…ასეთ კომპანიებთან ჩვენ მომავალში ვერ ვიმუშავებთ. მინდა მაქსიმლურად გავაფრთხილოთ ყველა, ეს ადამიანები რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული. გავითავლისწინოთ ეს ყველფერი, რომ არ განმეორედს, იმიტომ რომ შემდგე ეს ყველაფერი ხდება ქილიკის საგანი სოციალურ ქსელში” განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მიღწევები შთამბეჭდავია -აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაფონიჭალაში, 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება