ხეების გადატანისას ხელის შეშლის გამო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” ორი წევრი დამნაშავედ ცნო

ბათუმში მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელმაც ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხეების გადატანის პროცესის დროს დაკავებულები სამართალდამრღვევებად სცნო, ხმაური მოჰყვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ნაციონალური მოძრაობის” ორივე წევრს, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 250-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

შემთხვევა 4 აპრილს მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გზის გადაკეტვით, ბიძინა ივანიშვილის ეზოში, ასწლოვანი ევკალიპტის გადატანას აპროტესტებდნენ.

„წარმოდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად გამორიცხავდა რევაზ ხარაძისა და სოლომონ ბაჯელიძის ქმედებაში რაიმე სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს, მაგრამ ჩვენი მოსაზრება არ გაიზიარა სასამართლომ, სცნო დამნაშავეებად და სანქციის სახით გამოიყენა ფულადი ჯარიმა“-აცხადებს ადვოკატი პაატა დიასამიძე.

banner
წინა სტატიაშიკასპში 26 წლის ახალგზარდა ძმამ მოკლა
შემდეგი სტატია“SOS იპოდრომი!” – მერიასთან ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობას გააპროტესტებენ