ხეები,რომლებიც აგვისტოს ომს გადაურჩა,ანაკლიაში ბიზნეს ინტერესების გამო ხმება

ანაკლიაში ყოფილი „პატრიოტთა ბანაკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ხემ ხმობა დაიწყო.

როგორც ,,თაიმერის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადგილობრივების ვარაუდით, ხეების ხმობა გრაფიტის უკან დასხმულმა გაურკვეველმა ნივთიერებამ გამოიწვია.

ადგილობრივების ერთ-ერთი ვერსიით, ხეებს გაურკვეველი პირები შეგნებულად ახმობენ,რათა შემდეგ მისი ვინმე ბიზნესმენისთვის გადაცემა მოხდეს.

იმის გათვალისწინებით,რომ ტერიტორიის რესურსი სხვადასხვა დროს  პოლიტიკური და ბიზნეს პირებისთვის  საინტერესო იყო, ადგილობრივები ვარაუდობენ,რომ ხეების ხელოვნურად ხმობა ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.

აღსანიშნავია,რომ ტერიტორია ენგურის   და ზღვის სანაპიროებს შორის მდებარეობს და იქ საბჭოთა დროს, საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ.

ანაკლიის ტერიტორიაზე არსებული ხეები,რომელიც აგვისტოს ომის დროს მოსაზღვრე სოფელ განმუხურში პატრიოტთა ბანაკის გადაწვის დროს გადარჩა, დღეს სავარაუდოდ ხელოვნურად ხმება.

banner
წინა სტატიაშიბანგლადეშის რესპუბლიკის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე საზღვრის ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ლინკოლნ მიჩელი 2008-2010 წლებში აფხაზეთის და ე.წ “სამხრეთ ოსეთის” ლობისტური კომპანიის თანამშრომელი იყო