ხედავდით მათ მცდელობებს არაერთს, რომ სისხლიან დაპირისპირებაში ჩავეთრიეთ საზოგადოება – მელია “ოცნებაზე”

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ დილისთვის 300 მოშიმშილისთვის ინფრასტრუქტურა მზად იქნება.

“ეს უკიდურესი საპროტესტო აქტი იყო გარდაუვალი, სხვა ალტერნატივა არის ის, რაც ხელისუფლებას სურდა – ჩათრევა სამოქალქო სისხლიან დაპირისპირებაში. არ ვაჭარბებ, კარგად ინფორმირებული ვარ, კარგად ინფორმირებულები ხართ თქვენც. ხედავდით მათ მცდელობებს არაერთს, რომ სისხლიან დაპირისპირებაში ჩავეთრიეთ საზოგადოება. მადლობა ღმერთს, გამოვიჩინეთ პასუხისმგებლობა ოპოზიციამ და ხელისუფლებას არ მივეცით ამ ყველაფრის შესაძლებლობა” – თქვა ნიკა მელიამ

banner
წინა სტატიაშილავროვის განცხადებით, ნატოში “საქართველოს ძალით შეყვანას” ცდილობენ
შემდეგი სტატიასამადაშვილი – შიმშილობა არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც მიმაჩნია, რომ არის შედეგიანი