24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ოთხი სამართალდარღვევა გამოვლინდა  თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

“სოფლების სანიორესა და მატანის, ასევე ქალაქ ახმეტის მიმდებარედ უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და მათი ნაწილი უკანონოდ გადაამუშავეს.
ჯამში ამოღებულია 28 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი.

ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებას. ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და მკაცრი კონტროლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, 2026 წლის 3 თვეში, მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 136 ფაქტია გამოვლენილი”,_ აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ივანიშვილი ცდილობს, პარტიების გაუქმების თემით საერთაშორისო პარტნიორებთან ივაჭროს
შემდეგი სტატიარა შემთხვევაში გააკეთებს სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს – ფაშინიანის განმარტება