ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურმა, ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, როგორც ფიზიკურმა პირმა დაამზადა ყალბი შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებად მიუთითა, მის მიერვე უკვე დამზადებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში არაერთხელ დაფიქსირებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აუქციონის საშუალებით შეძენილი ხე-მასალის შტრიხკოდები და დოკუმენტების ნომრები. დაკავებულმა, ყალბი შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, ადიგენის რაიონიდან ქალაქ თბილისში, არაერთხელ მოახდინა უკანონოდ მოპოვებული ხე-მასალის ტრანსპორტირება და მისი რეალიზაცია, ხოლო შემდგომ სისტემატურად აუქმებდა მის მიერვე დამზადებულ ყალბ ზედნადებებს, თითქოსდა არ განუხორციელებია ხე-მასალის ტრანსპორტირება ადიგენიდან ქალაქ თბილისში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას.

banner
წინა სტატიაშისაქართველო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად ეროვნულ მექანიზმს შეიმუშავებს
შემდეგი სტატიამთავრობა „დაშლილების ბიზნესს“ ლობირებს? – რეალურად რას ემსახურება ავტომობილებზე აქციზის გაზრდა