„ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალს სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ

„ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალს სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ, – ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას გამომძიებელმა მიაწოდა. ადვოკატის განმარტებით, ჯერ უცნობია, რა მუხლით წაუყენებენ ბრალს დაკავებულებს. როგორც თამარ ჯაფარიძე ამბობს, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

„გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე და მთელი სადარბაზო შეამოწმეს. ბუნებრივი აირის გაჟონვის კვალი არ ფიქსირდებოდა. ტერიტორია სპეციალური აპარატითაც შემოწმდა. რადგან არ ყოფილა გაზის გაჟონვის ეჭვის საფუძველი, დამატებით სამაშველო რაზმი აღარ გამოიძახეს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული მუხლის წარდგენა ჯერ არ მომხდარა, დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ბრალს არ აღიარებენ“, – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან „ყაზტრანსგაზის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა
შემდეგი სტატიასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული შემოწირულობები-აუდიტის სამსახური “ევროპული საქართველოსა” და ენმ-ის დაჯარიმებას ითხოვს