„ყაზტრანსგაზ-თბილისი” “თელასის” ბრალდებას პასუხობს

„დღეს, 1 ოქტომბერს, „თელასი“-ს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქ.თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში 4000-მდე აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს მიზეზით.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ამ დღეებში ვაშლიჯვრის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანიას არანაირი სამუშაოები არ უწარმოებია. უმჯობესი იქნებოდა, ინფორმაციის გავრცელებამდე აღნიშნული საკითხი სს „თელასს“ გადაემოწმებინა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“.

ვიმედოვნებთ, რომ „თელასი“ გააკეთებს რეალობის ამსახველ შესაბამის განცხადებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში. მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას, ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში და თავი შეიკავონ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისაგან შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ გადამოწმების გარეშე”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი პუტინის ხელის ბიჭია, მას ჩემი საქართველოში ჩასვლის პანიკურად ეშინია
შემდეგი სტატიაქედაში 11 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი