“ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, მოსახლეობას აფრთხილებს

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, მოსახლეობას აფრთხილებს.

სამგორის რაიონში გაზსადენზე გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 17.00 სთ-დან 20:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეუწყდება ვარკეთილის მეურნეობის – ჭავჭავაძის, წერეთელის, რუსთაველის, მეგობრობის, იმერეთის, მშვიდობისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას (800-მდე აბონენტი).

სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება გაზის მიწოდება.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს.

banner
წინა სტატიაში,, პროკურატურა უსირცხვილოდ გვიმტკიცებს, რომ თურმე თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის საკუთრებაში გადაცემას ითხოვდა”
შემდეგი სტატია(video) ქართული მხარე სოფელ ხურჩასთან მომხდარ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალას აკისრებს