14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ყაზბეგში, სოფელ კარკუჩაში ზვავი ჩამოწვა

ყაზბეგში, სოფელ კარკუჩაში ზვავი ჩამოწვა. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამის გამო სოფლის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

“სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება მოძრაობა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითურქმა კანონმდებლებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2040 წლისთვის თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა სრულად აიკრძალება
შემდეგი სტატიაუკრაინაში ადასტურებენ, რომ რუსეთში ქიმიურ ქარხანას დრონებით დაარტყეს