ყაზბეგში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულებმა მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯგუფურად, დანის და მკვრივი-ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად).
ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივაკის კორტებთან მომხდარი მკვლელობის საქმე – ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: “ფარცხალაძე ბერასთან მეგობრობისთვის კი არა, რუსეთის აგენტი რომ იყო, იმისთვის დაინიშნა“