ყაზბეგში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტს გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომპანია “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” კუთვნილი ვერტმფრენი 6 ივნისს დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ – ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: პილოტი და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

banner
წინა სტატიაშილუკა კალანდია – ვიბრძოლებთ, დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს
შემდეგი სტატიაყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელის ვინაობა ცნობილია