ყაზბეგში არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ჰ.ვ.-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელები (203 ცალი ბოთლი) აღმოაჩინეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ნიკა მელიას ქალბატონი თავს დაესხა, კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა ქოში
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა გაგრძელდა