20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

„ყაზბეგის“ საბაჟოზე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმებისას, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 84 კაფსულა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიამერიკამ ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა
შემდეგი სტატიაკახეთში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს