ყაზბეგის მერი – გზებზე ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება, ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას, მოქალაქეების გადასაყვანად

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, უამინდობის გამო, ჯერჯერობით გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება.

მისივე თქმით, მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები კვლავ იმუშავებენ.

„ჯერჯერობით უამინდობა, კვლავ დიდთოვლობაა. შესაბამისად, ვერ იწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას, რომ შემდეგ სპეციალისტებმა გზის გაწმენდასთან დაკავშირებით მიიღონ გადაწყვეტილება.

მოგეხსენებათ, გუშინ გადავიდნენ მოქალაქეეები კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიეროების საშუალებით და დატოვეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიდრე არ გაიხსნება გზები, დღესაც, ხვალაც ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს საბაგირო, მთავარია ქარბუქი არ იყოს“, – განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

ზაგაშვილის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების ნაწილმა გუშინ დატოვა მუნიციპალიტეტი, ნაწილი კი გზებზე რჩება.

„მოთხოვნის შესაბამისად, მზად ვართ, ანალოგიურად, როგორც წინა დღეებში მივიღეთ გარკვეული ღონისძიებები დახმარების სახით, ასევე გავაგრძელებთ და დავუდგებით გვერდში ყველას, ვინც გზაზეა დარჩენილი. ჯერჯერობით გზებზე ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება, ველოდებით მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ენგურჰესი“ 20 იანვრიდან გაჩერდება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ქვეყანაში ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის