29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 17 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული ტელეფონების საბაჟო ღირებულებამ ჯამში 53020 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია: “რუსული კანონით” დასავლური ფულის აღკვეთის მცდელობით, “ოცნება” ახალი ტიპის საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს
შემდეგი სტატიაThe Guardian: თბილისში “ტრამპ ტაუერი” აშშ-ის მიერ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიწაზე შენდება