ყაზბეგის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკიდან თანხა წაიღეს.

როგორც ,,თაიმერს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების პროცესში სირთულეები რჩება” – კარასინი
შემდეგი სტატია„ზვიადი რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად იქნება” – ეკა ბესელია ზვიად კვაჭანტირაძეზე საუბრობს