ყაზბეგის გამზირის N47-49-ის მიმდებარედ კომბინირებული დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ვაკის რაიონში, ყაზბეგის გამზირის N47-49-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი კეთილმოეწყო.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული მოედანი – მოეწყო ბეტონის საფუძველი, ღობე, დამონტაჟდა კარები, ფარები, დაიგო რბილი საფარი. გარდა ამისა, მოედნის გარშემო განთავსდა ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდა სხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დაირგო მცენარეები.

დასასვენებელი სივრცე, დაახლოებით, 3 000 კვ. მ ფართობს მოიცავს. სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“ განახორციელა.

კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გახსნა.

banner
წინა სტატიაშიგანცხადება
შემდეგი სტატიამიხაილო პოდოლიაკი – პუტინი თავს შეშლილად აჩვენებს, მაგრამ ასე არ არის – ის არის მოძალადე, რომელიც აბუჩად იგდებს სუსტს და ძლიერს გაურბის