,,ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ ბაზარზე…ხელისუფლებისთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია”

,,ხაზარაძის საქმეს აქვს სამი განზომილება:
1. პოლიტიკური
ა) გრძელვადიანი – ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ ბაზარზე მთლიანად ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც ხელისუფლებისთვის ფაქტიურად. ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია;
ბ) მოკლევადიანი, ტაქტიკური – რუსთავი-2-ის პრობლემების და ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებებიდან ყურადღების გადატანა, გადაფარვა.
2. ბიზნესი და უსაფრთხოება
ანაკლიის კონსორციუმმა საბოლოოდ “დალია ჩაილურის წყალი”
3. სამართლებრივი – “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე” დავა შეიძლება ორ შემთხვევაში. თუ საქმე გვაქვს შავი ფულის გათეთრებასთან, რაც ამ შემთხვევაში სრული აბსურდია. ან, თუ ფული მოიპარე და მიითვისე. მეორე შემთხვევაში უნდა არსებობდეს დაზარალებული. თუ ის არ არსებობს, ესეც აბსურდია. ველოდებით მომჩივანი დაზარალებულის გამოჩენას…”-წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის ჩასაბარებლად მივიდა
შემდეგი სტატიაპროკურატურა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ გიორგი სამუშიას გადმოცემაზე ოფიციალურ განმარტებას აკეთებს