ხაზარაძის ადვოკატები „მუქარის წერილის“ დედანს პროკურატურას დღეს გადასცემენ

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები “მუქარის წერილის” დედანს პროკურატურას 21 ოქტომბერს გადასცემენ. აღნიშნულ დღემდე კი ადვოკატები – ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია პრესკონფერენციას “ზვიად კორძაძის საადვოკატო” ბიუროში გამართავენ და “მუქარის წერილის” დედანს მედიას გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. ხაზარაძის თქმით, გახარია მისგან მოითხოვდა, რომ “ტვ პირველს” ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც “ნაციონალურ მოძრაობას“ “გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია “არტარეას” “ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა”.

მამუკა ხაზარაძემ წერილის ასლი გამოძიებას საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გადასცა. წერილის დედანის ექსპერტიზა კი ლონდონში ჩატარდა. ხაზარაძის თქმით, მან მუქარის წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო. თუმცა, შუამავლის ვინაობა, ამ დრომდე უცნობია. საქართველოს პროკურატურამ წერილი 6 მარტს გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიარ მგონია, რომ ციხელაშვილი რამე გადამწვეტ როლს თამაშობს, აქ წამყვანი არის ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური ხაზი
შემდეგი სტატია(Video) როცა მდინარაძე ,,თბილისოზე” ბოლო ხმაზე გაჰკიოდა , რუსი ოკუპანტები ატოცს ღობავდნენ