„ხაზარაძეს გირაოთი გამოუშვებენ… მიზანიც ეს იყო – პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალება და ანაკლიის გაჩერება“ – გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სასამართლო გირაოს შეუფარდებს, რითიც ხელისუფლება ანაკლიის პროექტს საბოლოოდ დაასამარებს.

„იმ მუხლით, რა მუხლითაც არის ბრალი წაყენებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისადმი, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე ლმობიერი მიდგომების მქონე ქვეყნების კანონმდებლობითაც კი გათვალისწინებულია წინასწარი პატიმრობა და პრაქტიკაში თითქმის ყოველთვის აღესრულება ხოლმე.

საქართველოში პოლიტიზებულ შემთხვევებში სასამართლო რომ არაფერს წყვეტს, ყველამ ვიცით. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს წინასწარ პატიმრობას დღეს არ მიუსჯიან. ეს იქნება განხილული, როგორც ანაკლიის პორტის მშენებლობის აშკარა დასამარება ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება სხვა ხაზს ანვითარებს – „ანაკლიის კონსორციუმი“ ხაზარაძის, ჯაფარიძის და „კონტი ჯგუფის“ სახით არის უვარგისი, რადგან ვერ მოიზიდა ბანკებიდან საჭირო ფული. პროექტის ჩაშლა ამათ უნდა დაბრალდეს და არა – ივანიშვილს. ამიტომ, დღეს მათ გირაოთი გამოუშვებენ, მაგრამ არ მისცემენ განძრევის
საშუალებას. მიზანიც ეს იყო, ორი კურდღლის დაჭერა, პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალება და ანაკლიის გაჩერება,“ – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!! – ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თი-ბი-სი დატოვეს
შემდეგი სტატია„ვიდრე ხაზარაძე და ჯაფარიძე ღიად ვერ დაარტყამენ ივანიშვილს, მანამდე უფრო ღრმად დამარხავს “სახელმწიფო მანქანა” – გვარამია