ხაზარაძე – ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო, თუ ასეა, ეს იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს

ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც უსაფრთხოების სამსახური, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ და მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკურ პროცესებზე, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ამ მომენტში ჩამოსვლა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება.

„მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი და ხვალ ხმას მისცემს ცვლილებებს და ალტერნატივას, ალტერნატივა ვართ ჩვენ, „ლელო“ , – აღნიშნა ხაზარაძემ.

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა სააკაშვილზე – დარწმუნებული ვარ, მალე გამოჩნდება
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძე – უმოკლეს ვადებში გავრცელდება კიდევ ვიდეოები