ხაზარაძე: ულტიმატუმი და ვადის დაწესება ხალხს აზარალებს

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება ქუჩების გადაკეტვისა და სამთავრობო უწყებების პიკეტირების ოპოზიციის ერთიან გეგმას და აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლებასთან ულტიმატუმების ენით საუბარი, რადგან “ნებისმიერი ულტიმატუმი და ვადის დაწესება, როდესაც ასეთი რთული პროცესი მიდის, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს”.

“ლელო არ დაუჭერს მხარს ისეთ ქმედებებს, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო უწყებები ან მოძრაობა ქალაქში დაძაბოს და პარალიზება გაუკეთოს, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავამთავროთ ულტიმატუმების ენით საუბარი, ერთადერთ გზად მიმაჩნია დიალოგი. მე ვფიქრობ, რომ ოცნებაში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც უახლოეს ხანში, ჩვენს უცხოელ მეგობრებთან ერთად, გააგრძელებენ ე.წ. მეხუთე რაუნდს და ჩვენ გამოსავალს ვნახავთ ყველა ერთად შექმნილი ძალიან მძიმე სიტუაციიდან”.- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,76%-ია
შემდეგი სტატიარეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა