ხაზარაძე – წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ შეშინებულმა ხელისუფლებამ გაიღვიძა

ჩვენმა შეშინებულმა ხელისუფლებამ და პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ უცბად გაიღვიძა წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ და უცბად ჩანიშნა 2 ივლისს ახალი სასამართლო განხილვა – არავითარ შემთხვევაში არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ,- ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქმე ეხება მის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის საქმეს.

“საეჭვო დამთხვევა მოხდა, გუშინ მე წინააღმდეგი წავედი პარლამენტში კანონის იმ ჩანაწერის, რომელიც დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის რაოდენობრივ კვოტას ეხებოდა და ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოში უნდა შევქმნათ სიტუაცია, სადაც დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, არავითარ შემთხვევაში არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ და როგორც კი მე ეს განცხადება გუშინ გავაკეთე, მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება ეს არის სპეციალურად გაკეთებული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშველობა აქვს, რომ ეს პოლიტიზებული, ერთი კაცის მართული სასამართლო და პროკურატურა უნდა დასრულდეს! ვერ ეღირსებიან, ვერ ეღირსება ერთი კაცი და მისი უკანონო გადაწყვეტილებების აღმსრულებლები, რომ რაიმე მეთოდით უკან დავიხიოთ რამეზე.

ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, ამ ქვეყანაში ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შევცვალოთ უკეთესობისკენ და არა იმისთვის, რომ რაიმეს დავემალოთ ან ვინმეს გავურიგდეთ. ამ ქვეყანაში ამ მმართველობას დავასრულებთ და რეალურად ამ შენობიდან დაიწყება ამის გაკეთება,”- განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიუცხოელი ექსპერტები გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს სწავლობენ
შემდეგი სტატიაპარლამენტის ბიურომ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ დაარეგისტრირა