ხაზარაძე ტრამპს: ვულოცავ, პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც იყო – მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

“მინდა პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ეს არის ამერიკელი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არის მათი არჩევნები. აქვე შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა იყო, რომელმაც როცა ანაკლია გააჩერეს, ტრამპის უახლოესი მეგობრის, მისი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის ინვესტიცია შეაჩერეს და ის ამ ქვეყნიდან გააგდეს.

სწორედ ტრამპის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ჩინეთი და რუსეთი არ არიან თქვენი მეგობრები და სასწრაფოდ დაამთავრეთ ანაკლიაო.

ამიტომ, ამათ ილუზია არ ჰქონდეთ! რაღაც ხორხოცი რომ აქვთ, ტრამპი მოვა და „ოცნება“ გაიმარჯვებსო – არა, მეგობრებო! თქვენ ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება. პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც იყო ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. პრეზიდენტები იცვლებოდნენ მაგრამ საქართველოს მხარდაჭერა და მეგობრობა მათ არასდროს შეუჩერებიათ!”,-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა:ჩვენ დღეს ვაპირებდით სასამართლოზე შესვლას როგორც მხარე, მაგრამ პოლიციამ სრულიად უკანონოდ არ შეგვიშვა იმისთვის, რომ სიმართლე არ გაისმოდეს სასამართლოს დარბაზში, მაგრამ სიმართლეს მაინც მოისმენენ ისინი სასამართლოს ეზოში
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის Ads მენეჯერით 30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზების შექმნა ბიზნესებს ნოემბრის ბოლომდე შეუძლიათ