ხაზარაძე: თუ სერიოზული გარდაქმნები გვინდა, ევროკავშირს უნდა დავუჯეროთ

“პოლიტიკა მარტო ქუჩაში არ წყდება, თუ სერიოზული გარდაქმნები გვინდა, ევროკავშირს უნდა დავუჯეროთ”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“კოსმეტიკა ჩვენ ქვეყანას არ სჭირდება, მას სჭირდება ფუნდამენტური გადატვირთვა. მინდა ყველა ოპონენტს ვუთხრა, რომ მარტო ქუჩაში პოლიტიკა არ წყდება. ეს ილუზია, რომ ქუჩაში შეიძლება გადაწყდეს პოლიტიკა ეს უნდა დავამთავროთ. პოლიტიკა წყდება შენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. თუ ჩვენ გვინდა ევროპული კურსი, თუ ჩვენ გვინდა სერიოზული დაფინანსების მოპოვება, რომ საქართველოში სერიოზული გარდაქმნები დაიწყოს, მაშინ კეთილი ვინებოთ და ევროკავშირის ყველაზე მაღლი ორგანოს ყველაზე მაღალ წარმომადგენელს უნდა დავუჯეროთ.

ჩვენ ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ ევროპარლამენტარებისა და შარლ მიშელის ჩართულობით მაქსიმუმს მივაღწიეთ და ახლა ეს ყველაფერი დასულია ერთ კონკრეტულ ფაქტზე – ნიკა მელიაზე, რაც მნიშვნელოვანია, ის არის ამ შეთანხმების ნაწილი. მაგრამ თითქოს სხვა დანარჩენი, რომელსაც ხელის მოვაწერეთ და პასუხისმგებლობა აქვს აღებული ევროკავშირს, რომ ეს უნდა გააკეთოს. ითქვა კოდექსი რა შუაშიაო, მაშინ არც საარჩევნო რეფორმაა მნიშვნელოვანი, არც სასამართლო რეფორმა და არაფერი არ მოხდება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა შოკისმომგვრელია
შემდეგი სტატიარა ხდება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე