ხაზარაძე: თავისუფლება ერთჯერადი აქტი არაა, თავისუფლება ყოველდღიური ბრძოლაა

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას და “ხმის ქურდებთან” საქმის დაჭერას არ აპირებს. მისი თქმით, თავისუფლება ერთჯერადი აქტი კი არა, ყოველდღიური ბრძოლაა.

ბრძოლა კი უკომპრომისო იქნება, რადგან ის საქართველოს თავისუფლებას ეხება.

“ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? გვეკუთვნის ჩვენ ეს ქვეყანა? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არავის არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, არც თავისუფლებას დავუთმობთ არავის. ქვეყნის დამონება იწყება ადამიანის შეშინებით, სიტყვის წართმევით, ხმის წართმევით”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მოქალაქეების თავისუფალი ხმის დაცვისათვის ოპოზიციის ერთიანობა გადამწყვეტია.

“დღეს ჩვენ სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ, მაგრამ დღეს ყველაზე დიდი პარტია არის საქართველო. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ თითოეული პარტიის დონიდან და ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმელია: ვართ მზად შევხვდეთ ივანიშვილს, ახალი არჩვენების ჩატარების თაობაზე
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ – ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს