ხაზარაძე: თავისუფალი სამყაროსგან იზოლირებულმა ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო

თავისუფალი სამყაროსგან იზოლირებულმა ივანიშვილმა საქართველოში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო! ოლიგარქიული რეჟიმი ვითარების უკიდურეს გამწვავებაზე მიდის და პროტესტის მონაწილეთა ძალისმიერ დაკავებებს განაგრძობს. დღეს ბათუმში ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს, გუშინ ვაჟა დარჩია, მანამდე ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და მათთან ერთად ასობით ადამიანი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და თავისუფლებისთვის იბრძვის! მათი ეს ბრძოლა წმინდაა და მართალი! ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას! ჩვენ ერთად ვდგავართ! არცერთ დაკავებულ ახალგაზრდას არ დავტოვებთ დაცვის გარეშე! ბოლომდე ვიბრძოლებთ ძლიერი საქართველოსთვის და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – გამარჯვება ჩვენია!,-წერს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისფულეს
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: ტოტალიტარიზმის დამკვიდრების ისეთ საშიშ ფაზაში ვართ, რომ ყველანაირი ქცევა, რაც სხვა შემთხვევაში მიუღებელი იქნებოდა ჩემთვის, ახლა იძულებით შესაძლებლობად მოჩანს ტოტალიტარის წინააღმდეგ ბრძოლაში