ხაზარაძე: თავდასხმები დეპუტატებზე, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, გინებით და მუშტი-კრივით, დაუშვებელია

ეს გამთიშველი ადამიანი უნდა მოშორდეს ხელისუფლებას თავის მთავრობასთან ერთად – აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას და შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად მთავრობის გადადგომას, დროებით მთავრობასა და ვადამდელ არჩევნებს ასახელებს.

“უნდა დაინიშნოს გარდამავალი მთავრობა, ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდეს წყნარ მდგომარეობას. ეს არ არის ნორმალური. თავდასხმები დეპუტატებზე, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, გინებით და მუშტი-კრივით, დაუშვებელია. ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები არის დაშლის პირას. ამას თუ გრძნობს დღევანდელი მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ დაპირისპირებაზე ხელს ითბობს?! სანამ ეს არ დამთავრდება, არაფერი გამოვა. ის, რაც პარლამენტში ხდება, საზოგადოების ანარეკლია, რაც ამათ დათესეს“, – ამბობს ხაზარაძე.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ერთადერთი გამოსავალია უმოკლეს ვადებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა!