ხაზარაძე: სწორედ რუსთველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი

მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე.

დღეს, სწორედ რუსთველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!

მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების გარანტია.

ლელო დგას ხალხთან ერთად!-წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიკოპალიანი – ხოშტარია და ბოკუჩავა თავს დამესხნენ, დეპუტატის ბარათი გამიჭრეს
შემდეგი სტატიახოშტარია-” ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავიბრუნოთ არჩევნები”